ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, "საქართველოს საკითხში ევროკავშირმა, პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა".
უნგრელმა დიპლომატმა დაგმო ევროკავშირის ქმედებები და აღნიშნა, რომ "საქართველოს უკვე 12 წელია მართავს "ქართული ოცნება", პარტიამ ქართველი ელექტორატის ნდობა მოიპოვა და ბრიუსელში არავის აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება". სიიარტოს განმარტებით, შეუძლებელია სანქციების დაწესება მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადადება გადაწყვიტა.
"საქართველოს საკითხში ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ნათელია, რაზეა აქ საუბარი, ვინაიდან საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს იმ ლიბერალურმა ძალებმა, რომლებსაც ბრიუსელი სასურველად მიიჩნევს, არამედ კონსერვატიულმა, მშვიდობის მომხრე, პატრიოტულმა პარტიამ, მათ საქართველოზე პოლიტიკური შეტევა წამოიწყეს.
"ქართული ოცნება" საქართველოს უკვე 12 წელია მართავს და ამ ხნის განმავლობაში საშუალო შემოსავალი გაიზარდა სამჯერ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე და უცხოური ინვესტიციები კი – ორჯერ. ამ ხნის განმავლობაში მმართველმა პარტიამ ქართველი ელექტორატის ნდობა მოიპოვა. აქ, ბრიუსელში, არავის აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება. ვფიქრობ, შეუძლებელია ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ იმიტომ, რომ მან უბრალოდ გადაწყვიტა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადადოს", - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530