Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სლოვაკმა ევროპარლამენტარმა, ლუბოშ ბლაჰამ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის გამო აღშფოთება არსებობს.
„საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უარყოფს ექსტრემისტულ იდეოლოგიას. ჩვენ [სლოვაკეთში] ვართ ტრადიციული საზოგადოება, ისევე როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ არ გვინდა 67 სხვადასხვა გენდერი გვქონდეს. ოჯახი არის დედა, მამა და შვილები. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს“, - განაცხადა ლუბოშ ბლაჰამ.
„გეზიზღებათ საქართველო, რადგან ამ ქვეყანას სურს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს სურს დიალოგი და მშვიდობა. ჩვენც ეს გვინდა სლოვაკეთში. სწორედ ამიტომ ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს“, - დასძინა მან.