საქართველოდან თურქეთში პირველი ჰუმანიტარული დახმარება პარასკევს გაიგზავნება - გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი

საქართველოდან თურქეთში პირველი ჰუმანიტარული დახმარება პარასკევს გაიგზავნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც დაზარალებულთათვის აუცილებელ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და პროდუქტებს მოიცავს, საქართველოს პარლამენტი აგროვებს. ამ მიზნით პარლამენტში სპეციალური საბანკო ანგარიშია გახსნილი.

„გადავწყვიტეთ, შევაგროვოთ გარკვეული თანხა და რასაკვირველია, ვისაც შეუძლია, მოიტანოს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, რომელიც ცივ პერიოდში ესოდენ დაზარალებულ მოსახლეობას. პარასკევს შესაძლებლობა გვექნება, რომ პირველი ტვირთი გავაგზავნოთ პარლამენტის სახელით მეგობრების, ესოდენ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა ვოლსკიმ.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა.