1719996002
საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავსებადია ევროატლანტიკურ სივრცესთან - მაჭარაშვილი
![გურამ მაჭარაშვილი გურამ მაჭარაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2024/06/21/90766/guram-macharashvili_w_h.jpeg)
საქართველო როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს სტრუქტურებთან თავსებადი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, რაც მათივე ხელმძღვანელების განცხადებებიდან ჩანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ქვეყანამ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითა და ჯანმრთელობის ფასად საერთაშორისო მისიებში ყველაფერი გააკეთა ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით.
„რაც შეეხება სამიტს, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავსებადია ევროატლანტიკურ სივრცესთან, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასაც უთხრეს, რომ არ მიიღებენ ნატო-ში, მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.