საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავსებადია ევროატლანტიკურ სივრცესთან - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საქართველო როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს სტრუქტურებთან თავსებადი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, რაც მათივე ხელმძღვანელების განცხადებებიდან ჩანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ქვეყანამ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითა და ჯანმრთელობის ფასად საერთაშორისო მისიებში ყველაფერი გააკეთა ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით.

„რაც შეეხება სამიტს, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავსებადია ევროატლანტიკურ სივრცესთან, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასაც უთხრეს, რომ არ მიიღებენ ნატო-ში, ეს მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.