1692302192
საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული, დაცული და ღირსეული ქვეყანა, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ - გიორგი ვაშაძე

საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული, დაცული და ღირსეული ქვეყანა, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა – ოლიგარქს.
„დღეს, 23 აპრილს, 16:00-ზე მაქვს სასამართლო. არ ველოდები სამართალს, ეს არის ივანიშვილის პირადი სცენა, სადაც მოსამართლეები მისი მსახურები არიან. მათი მიზანია, დანერგონ შიში. შიშით უნდათ მართონ ქვეყანა. მაგრამ უკვე გვიანია, საქართველოს ვეღარ დააჩოქებთ.
ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ; ვიცი, რომ ჩემ გვერდით არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი. ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის და ვინც ამ ბრძოლაში დგას, ის უსამართლობას არ ეგუება. მათ დაავიწყდათ მთავარი: თავისუფალი ადამიანი არ უშინდება უსამართლობას – ის ებრძვის მას.
მე ვიცი, რისთვის ვიბრძვი. საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა – ოლიგარქს; სადაც ახალგაზრდებს არ უწევთ სამშობლოს დატოვება, რჩებიან და აშენებენ საკუთარ ქვეყანას; სადაც კანონი იცავს მოქალაქეს და არა – რეჟიმს. საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული, დაცული და ღირსეული ქვეყანა, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.