საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორი მემორანდუმი გააფორმა

საქართველო-ჩინეთი

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორი მემორანდუმი გააფორმა. ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის სავაჭრო პალატასთან. მემორანდუმების მიზანია, ქვეყნების ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

"იყო ძალიან ბევრი აქტუალური საკითხი დასმული. არის უდიდესი პოტენციალი ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების - ფინანსური ინსტიტუტების შემოსვლა, ბანკების დაინტერესება, ფინანსებთან წვდომის საკითხები, ძალიან ბევრი საერთო პროექტი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ ურთიერთობას," - ამბობს ჩინეთ-საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის საპატიო თავმჯდომარე, ირაკლი მეზურნიშვილი.