საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

ოპოზიციის მორიგი სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.

"ცხადია, რომ ჩვენ ბევრ რამეზე მოგვიწევს, მათ შორის, მტკივნეული საუბარი წარსულთან დაკავშირებითაც. საქართველო სულ უფრო მეტად დაემსგავსა რაღაც ღარიბ ვერსიას რუსული პოლიტიკური სისტემის. შენ, უკეთეს ალტერნატიულ ხედვასაც ვერ ქმნი. არ შეიძლება, რომ შენ ესაუბრო ვინმეს ოკუპირებულ ტერიტორიებში იმაზე, რომ მათ უფლებები იქნება დაცული სახელმწიფოში, სადაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებებს არღვევს მისი ხელისუფლება.

რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ უფრო რეპრესიული კანონმდებლობაც კი გვაქვს, ვიდრე მათ აქვთ. არც ეკონომიკური, არც სამართლებრივი, არც ადამიანის უფლებების და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, დღეს, შენ, ამ ხელისუფლების პირობებში ალტერნატივას ვერ ქმნი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ურთიერთობის დალაგების საუკეთესო მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც, მისი თქმით, ყარაბაღი დათმო.