ოკუპირებული გალის სოფელში, ზღვაში მე-10 კლასელი გოგო დაიხრჩო
1754164494
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრის, გივი მიქანაძის ადგილმონაცვლის, დავით დოლიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის გამოკლებული წევრის, გივი მიქანაძის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის წევრი დავით დოლიძე.
მისი განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი. კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.