საპროტესტო აქციის მეშვიდე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქცია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირიც. 

დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

უკვე მეშვიდე დღეა, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.