ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
სანქციები გაგრძელდება როგორც საერთაშორისო-ორგანიზაციულ, ასევე ეროვნულ დონეზე, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებას“ ლეგიტიმურობა არ აქვს.
„სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, სანქციები ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლებას არავინ აღიარებს, ლეგიტიმურობა არ აქვს. გარდა ამისა, ნიშნავს, რომ სანქციები გაგრძელდება როგორც საერთაშორისო-ორგანიზაციულ, ასევე ეროვნულ დონეზე. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ვერც ერთმა ადამიანმა ვერ უნდა გაბედოს, მიიღოს დასავლეთისგან საყოველთაო სიკეთე, რომელსაც უზღუდავენ ამ ახალგაზრდებს. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. ეს უნდა ესმოდეს რეჟიმს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.