1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს ომი, შესაბამისად, მინდა, უკრაინას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ ომის წლისთავზე საუბრისას განაცხადა, საქართველომ უკრაინის მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატა.
„ერთი წელი გავიდა ამ საშინელი დღიდან. ჩვენ გვახსოვს, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს ომი, შესაბამისად, მინდა, უკრაინას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა. რაც შეეხება მხარდაჭერას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც გამოყენებული იქნა, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის თანადგომა და მხარდაჭერა იქნა გაჟღერებული და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. აღარ დავიწყებ ჩამოთვლას, რა გაკეთდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მშვიდობა უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კალაძემ.