„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა დონალდ ტრამპის უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.
„სამაგიეროდ ამ სამი წლის თავზე უკრაინამ დაკარგა 100 ათასობით ადამიანი, ტერიტორიები, ბუნდოვანი მომავალი, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა. დღეს ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას არ მიიღებენ ნატოში და ამბობს იმას, რომ ზელენსკის შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ომი.
ამას ჩვენ ვამბობდით წერილებში, კომენტარებში და დღეს ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.