სამთავრობო გუნდი შედგება ნამდვილი პროფესიონალებისგან, ლევან დავითაშვილი პერსონალურად არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ყველა ის გეგმა განხორციელდება, რომელიც გვაქვს დასახული სამთავრობო პროგრამაში - პრემიერი

პრემიერი


ვერც ერთი საქმე ვერ კეთდება პროფესიონალების გარეშე, ნებისმიერი საქმის სათავეში უნდა იდგნენ პროფესიონალები და მინდა, წარმოგიდგინოთ სამთავრობო გუნდი, რომელიც შედგება ნამდვილი პროფესიონალებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, თითოეული შესაბამის დარგში გამორჩეულია.

„უკვე ვისაუბრე იმაზე, თუ რამდენად დიდი საქმე გაკეთდა ეკონომიკის მიმართულებით და რა თქმა უნდა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პერსონალურად არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ყველა ის გეგმა განხორციელდება, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული ჩვენს პროგრამაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.