“სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინას მოუწევს რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა" - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

რამდენიმე საათში ჯიდაში ამერიკის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყება. საუდის არაბეთშია ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პარალელურად ქვეყანაში ვიზიტს მართავს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას მოლაპარაკებების იმედი აქვს, როგორც მშვიდობის მოახლოების, ასევე სამომავლო მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ამერიკის დელეგაცია წარმოდგენილია იმავე შემადგენლობით როგორიც ერ-რიადში რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებისას იყო. საუდის არაბეთშია სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტიფ უიტკოფი.

საუდის არაბეთში გამგზავრებამდე მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინას მოუწევს რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა.