სამხრეთ კორეაში აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს - ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა წარმატებული იქნება

ნი

სამხრეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ქალაქ ბუსანშიმხარეები სავაჭრო ურთიერთობებზე მსჯელობენ.

მოლაპარაკების დაწყებამდე ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა წარმატებული იქნება და რომ სი ძინ პინი"დიდი ხანია მისი მეგობარია". მისივე თქმით, ისინი უკვე ბევრ რამეზე შეთანხმდნენ და ფიქრობს, რომ კიდევ ბევრ რამეზე შეთანხმდებიან.

განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმაც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები დრო და დრო უთანხმოებას აწყდებიან, რაც, მისივე თქმით, ნორმალურია.

მოლაპარაკებების მაგიდასთან ტრამპთან ერთად ამერიკულ მხარეს ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრები, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენენ.