კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
1702327036
სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთი უცხოურ პრესასთან თქვა, რომ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი, როგორიც არის ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელიო, ეს არის პირდაპირი ბრალდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რადგან სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული რიცხვი დაასახელა, მას შესაძლოა, აქვს დაზუსტებული ინფორმაცია მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და ამიტომ მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს.
„სალომე ზურაბიშვილმა არ თქვა 16, 18. 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ამიტომ გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19? ეს ხომ არ არის ზოგადი განცხადება. მან თქვა, რა არის კონკრეტულად გაკეთებული. ან თქვას, რომ ჭორაობდა და ამით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.