სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.

მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“ - აცხადებს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა, რის გამოც, მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა.

ასევე ნახეთ:

„ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს - არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა“ - ნინო წილოსანი

ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის