საკონსტიტუციო სასამართლოში აუცილებლად შევა მტკიცებულებებით გაჯერებული სარჩელი მოთხოვნით, რომ აიკრძალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

მტკიცებულებებით გაჯერებული სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნით, რომ აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, - განაცხადა გადაცემა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„საზოგადოების თვალწინ გადაიშალა მთელი ის საშინელება, რომელშიც სამწუხაროდ ჩვენს მოსახლეობას, ქართველ ერს უწევდა ცხოვრება 2012 წლამდე და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ ეს რადიკალური ეგრეთ წოდებული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც სინამდვილეში დანაშაულებრივ სინდიკატს წარმოადგენს, არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკურ არეალზე. მტკიცებულებებით გაჯერებული სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნით, რომ აიკრძალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს, მუშაობას მომავალ კვირაში განაახლებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა სააკაშვილის რეჟიმის უმძიმესი დანაშაულები და დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.