ცესკო პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1732632449
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო სამართალშემოქმედებითი, სერვისების ხელმისაწვდომობის, პენიტენციური, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით.
მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით ფუნქციაზე საერთაშორისო სასამართლოებში.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება ე.წ. განგრძობადიოკუპაციის საქმეზე აქტიურად იქნება გამოყენებული ყველა შესაძლო სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმით სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ფუნქციის ფარგლებში, გაგრძელდება სახელმწიფო ინტერესების დაცვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა 25 ნოემბერს წარადგინა.