საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ცაგარეიშვილისათვის  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც უფლება აქვთ ისწავლონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

კანონპროექტი პირველი მოსმენით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, უკვე არსებულ ჩამონათვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ის წევრები დაემატებიან, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან. ეს ცვლილება ასევე შეეხება სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მითითებულ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ.

კანონპროექტი პარლამენტმა 87 ხმით მიიღო.