„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ
1751370163
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და 80 ხმით მხარი დაუჭირეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განმარტებით, ორგანულ კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
მისივე თქმით, კონკრეტული მოსამართლეების შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს და შესაბამის თანხმობასაც იუსტიციის საბჭო გასცემს, ნაცვლად იუსტიციის საბჭოს მდივნისა.
ცვლილების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და აკაკი ალადაშვილი.