მძიმე ავარია ლელიანში - დაღუპულია 19 წლის ბიჭი
1755504020
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 83 ხმით იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, იოსებ ჯორბენაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის პაატა სალიას ადგილმონაცვლეა.
პაატა სალიას, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 აპრილის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.