"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
„საკანონმდებლო დონეზე გვაქვს ორი მიდგომა, ერთი არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკომოვაჭრეების მიმართ, მათ შორის მათთან დაკავშირებული პირების ქონების ჩამორთმევის და სახელმწიფოსთვის გადაცემის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მიზანია, ნაკლებმა ადამიანმა გაიხედოს ნარკოტიკებისკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა.
„იზრდება პატიმრობის ვადები, ისევე, როგორც ეს არის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის. ამავდროულად ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომელთა მიზანიც არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაიხედოს ნარკოტიკებისკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. სწორედ ამის პრევენციისთვის არის შემოთავაზებული შეზღუდვები დასაქმებასთან თუ მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ჩვენ შემოგვაქვს სასჯელის დამატებით სახედ სავალდებულო მკურნალობა, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც ასეთი საჭიროება ექნებათ, შესაბამისი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანის მიმართ გამოყენებული იყოს დამატებითი სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის ჩატარება“, - აღნიშნა გორდულაძემ.