მან ბიონსეც ჩამოიტოვა - დასახელდა 21-ე საუკუნის საუკეთესო მომღერალი
1736540067
მე USAID-თან მაქვს კითხვები, მათი პასუხისმგებლობაა ახლა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ISFED-ი ცდილობს არჩევნების თაღლითურად ჩაშლას,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ესეც აჩვენებს თუ რატომ არ აქვეყნებს ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს, რომ ასეთი სპეკულაციისთვის შეექმნა ნიადაგი და შემდეგ ვხედავთ, რომ ეტაპობრივად აბსოლუტურ აბსურდებს იძახიან. მე არანაირი კითხვა არ მაქვს ISFED-თან, მე კითხვები მაქვს, USAID-თან, რომელიც აფინანსებს ISFED-ს. 2020 წელს ISFED-ის არაპროფესიონალიზმს დაჰბრალდა ყველაფერი, მაგრამ მერე ჩვენ გავიგეთ, რომ USAID-მა ყველაფერი იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც მაშინ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და მალავდა ამას. საინტერესოა ახლა რას აკეთებს USAID-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა, რა დონით არიან საქმის კურსში, რატომ არ აქვეყნებს ISFED პარალელური დათვლის შედეგებს და რაშია ჩართული USAID-ი. კითხვები მე პირადად USAID-თან მაქვს, მათი პასუხისმგებლობაა ახლა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ცდილობს არჩევნების თაღლითურად ჩაშლას. წინა ჯერზე გაექცნენ პასუხისმგებლობას, ახლა ვეღარ გაექცევიან“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.