საია საქართველოში აქციებზე ნიღბების აკრძალვას მწვავედ აკრიტიკებს, ტრამპის მიერ მიღებულ ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე კი დუმს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელითაც შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა "ახალგაზრდა იურისტმა ასოციაციამ" დეკემბერში მწვავედ გააკრიტიკა.

მაშინ საიას განცხადებაში ეწერა, რომ "შეკრებების და მანიფესტაციების დროს ნიღბის ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა არღვევს როგორც შეკრების, ასევე გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში".  გარდა ამისა, ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ " შეკრებებზე ნიღბის ტარების აკრძალვით ქართული ოცნება ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო დაუცველი გახადოს იმ ტერორის მიმართ, რომლის დამყარებაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სურს".

დღეს ზუსტად ისე, როგორც საქართველოში, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა აკრძალა. "რადიკალი მემარცხენეების პროტესტებს, რომლებიც ხშირად დაფინანსებული პროვოკატორების მიერ არის წამოწყებული, არ მოვითმენთ. ამასთან, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ?",- ერია ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში Truth Social-ში გავრცელებულ განცხადებაში.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა,რას ფიქრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე " აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არღვევს თუ არა მისი აზრით ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და გახდნენ თუ არა ამერიკელი რადიკალები დაუცველები ? თუ ამ შემთხვევაშიც, გამჭვირვალობის კანონის მსგავსად, ის რაც შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის, დაუშვებელია საქართველოსთვის ?! ნონა ქურდოვანიძემ ჩვენს ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა და ამ საკითხზე დუმილი არჩია.