საჰიბა გაფაროვა შალვა პაპუაშვილს: ჩემი და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრთა სახელით, გულწრფელ მილოცვას გიგზავნით თქვენ, პარლამენტის თითოეულ წევრს და თქვენი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

საჰიბა გაფაროვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპიკერი საჰიბა გაფაროვას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს მისალოც წერილს უგზავნის და მომავლი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ წერს. მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები და გულწრფელი პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაფართოვდება.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ შალვა პაპუაშვილს,

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარე,

ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრთა სახელით, გულწრფელ მილოცვას გიგზავნით თქვენ, პარლამენტის თითოეულ წევრს და თქვენი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ჩვენი ხალხების მრავალსაუკონოვანი კეთილმეზობლური თანაცხოვრების ფონზე, განსაკუთრებული სიამაყით მავსებს პარლამენტთაშორის არსებული მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე აქტიური დიალოგისა და სხვადასხვა დონეზე მიღწეული ნაყოფიერი თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენი დელეგაციები წარმატებით მუშაობენ საერთაშორისო ასპარეზზე და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ, ერთმანეთისადმი მხარდაჭერით გამოირჩევიან.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები და გულწრფელი პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაფართოვდება ორივე ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

ამ მნიშვნელოვან დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, შემდგომ წარმატებას; ჩვენს მეგობარ ქართველ ერს კი - მუდმივ მშვიდობასა და აღმასვლას“, - წერს საჰიბა გაფაროვა.