საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი

 საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გრანტების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. ცვლილებებით ზუსტდება გრანტის განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

ცვლილებები შედის „გრანტების“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ და კიდევ რამდენიმე კანონში. პირველი მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე გაიმართა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ცვლილებების მიზანია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის შემცირება.