საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენცია გახსნა

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენცია გახსნა.

წლევანდელი ამბასადორიალის თემაა - “საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაში".

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაწეულ საქმიანობას აფასებენ და  სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობენ. ამბასადორიალის ფარგლებში მიმდინარეობს თემატური პანელური დისკუსიები. ღონისიების ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა.