1749042430
საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დანაშაულია. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება, რომ არ მოსულხართო? - აქ სადაოც არაფერია - მამუკა მდინარაძე

კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დანაშაულია. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება, რომ არ მოსულხართო? უმარტივესია, პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია - ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ აქ სადაოც არაფერი არ არის, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შესაბამისი კითხვის პასხუად. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, რომელიც ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც მან საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაო არ გადაიხადა.
„რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ და დაველოდები მათ პოზიციას, იმიტომ რომ თავის დროზე ხან შავი დღე გაგვითენდა, ხან რაღაცა უბედურება ხდებოდა და სინამდვილეში არაფერი ხდებოდა; იქიდან სააკაშვილი აქედან მელია - ორი დავალების მიმღები ცდილობდა ამ ქვეყნის არევას და არ ავარევინებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.