ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. დაჩქარებული წესით განხილული პროექტით უქმდება მრავალსაფეხურიანი სისტემა - 40 000 ლარიანი ზღვრის ნაცვლად დგინდება 100 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. სიახლე ჯამში 81 000 ოჯახს შეეხება. კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.
"მნიშვნელოვან ცვლილებას ვიღებთ ჩვენი გუნდი და დაჩქარებული წესით, 81 ათას ოჯახს, შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა, 40 ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე. ცვლილების მიზანი არის ჩვენ მოქალაქეებზე, 81 ათას ოჯახზე ზრუნვა," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკაკი ალადაშვილი.
1 თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1790710427