საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ედუარდ ფილიპი

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ფილიპი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ქაოსიდან გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

ედუარდ ფილიპი, რომელიც ასევე აპირებს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მოუწოდებს მაკრონს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, დაამტკიცოს ბიუჯეტი და შემდეგ დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

მისივე თქმით, საფრანგეთის სახელმწიფოს ახლა კოლაფსის საფრთხე ემუქრება.

ცნობისთვის, მაკრონმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ განიხილავს გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას.

6 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. მან განაცხადა, რომ ბიუჯეტის საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს შორის კომპრომისის პოვნა შეუძლებელია და ამიტომ ტოვებს თანამდებობას.

როგორც მედია წერს, საფრანგეთს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალები ასევე ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას.