1753124114
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო კიევში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო კიევში ჩავიდა.
როგორც საფრანგეთში უკრაინის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ბარო კიევში დღეს დილით ჩავიდა და ვიზიტი ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის ადგილების დათვალიერებით დაიწყო.
„ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც კიევში ელჩების კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა, ვიზიტი დაბომბვის ადგილიდან დაიწყო. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ჟან-ნოელ ბარო დღეს უკრაინის ელჩების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.