საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის. აქ სულელი არავინ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ, ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის. აქ სულელი არავინ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ - ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.