ზოდიაქოს 5 ნიშანს ნოემბერი სიურპრიზებს ჰპირდება
1730754210
სიმბოლური იმპიჩმენტი ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევამ პერმანენტული ხასიათი მიიღო და მასზე რეაგირებაც აუცილებელია.
"საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ არსებობს საქართველოში კონსტიტუცია და კონსტიტუციის დაცვის მექანიზმები და ჩვენ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ადამიანი, რომელიც მათ ღალატობს, იმსახურებს იმპიჩმენტს. რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილის იდეა მხოლოდ ის არ არის, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, ეს იდეა არის, რომ წარმოაჩინოს ისე ვითარება, თითქოს აქ არ არის კონტროლი და არ მუშაობს კანონი,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს, მინიმუმ, 4 ტიპის დარღვევას ედავება - სავალდებულო ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ ვიზიტებს, უცხო ქვეყნებში ქართველი დიპლომატების დანიშვნაზე უარს, საარჩევნო პროცესში ჩარევასა და, ამავე კონტექსტში, საზოგადოებისთვის საკუთარი პრემიერმინისტრობის კანდიდატის შერჩევა-დასახელებას.