კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1759178902
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმებს.
ფინანსთა მინისტრმა ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისა და პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებაში თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.