კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასტროლოგია ფული

ვერძი 

ეს კვირა ფინანსურად შენელებული იქნება. ეცადეთ თავი შეიკავოთ იმპულსური ხარჯებისგან. ძველი ვალდებულებების გადახდა და არსებული ბიუჯეტის გადახედვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კარგი დროა დავალიანებების გასტუმრებისთვის და სტაბილურობის ჩამოსაყალიბებლად.

კურო 

შესანიშნავი კვირაა ფინანსური წინსვლისთვის. შეიძლება მიიღოთ დამატებითი შემოსავალი ან დადოთ მომგებიანი შეთანხმება. თუ გსურთ ინვესტირება — ეს საუკეთესო დროა. განსაკუთრებით ხელსაყრელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

ტყუპები 

დასაწყისში ხარჯების ზრდა მოსალოდნელია, თუმცა კვირის ბოლოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. დაიცავით ბალანსი სიხარბესა და სიფრთხილეს შორის. შემოსავლის ახალი წყაროც გამოჩნდება, მაგრამ ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დეტალი.

კირჩხიბი 

ამ კვირაში თქვენი ფინანსები სტაბილურია. შესაძლებელია შემოსავალი ოჯახური ბიზნესიდან ან ახლობლის დახმარებით. ასევე კარგია ვალების გასტუმრება. თავი შეიკავეთ ზედმეტი სესხის აღებისგან. სიფრთხილე დაგიცავთ ზარალისგან.

ლომი 

თქვენი ფინანსური თავდაჯერებულობა იმატებს. კვირის ბოლოს შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი. თუმცა, ეცადეთ არ დახარჯოთ მეტი, ვიდრე გქონიათ დაგეგმილი. თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებისგან. მიზანშეწონილია თანხის დაზოგვა ან ინვესტიცია განათლებაში.

ქალწული 

დაგეგმვა და დისციპლინა არის თქვენი ფინანსური წარმატების გასაღები ამ კვირაში. თუ სწორად გადაანაწილებთ ხარჯებს, შეძლებთ მცირე დანაზოგის შექმნას. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. ფრთხილად გაუმკლავდით ყოველ ფინანსურ დეტალს.

სასწორი 

ამ კვირაში ფინანსური კავშირები და მოლაპარაკებები მოგიტანთ სარგებელს. მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა ხელშეკრულების ან თანამშრომლობის მეშვეობით. გაითვალისწინეთ პარტნიორების რჩევა. კარგი დროა შემოქმედებითი პროექტებისთვისაც.

მორიელი 

თქვენ გელით კარგი ფინანსური შესაძლებლობები, განსაკუთრებით უძრავი ქონების, საკონსულტაციო ან მცირე ბიზნესის მხრივ. ფრთხილად მოეკიდეთ ახალ ინვესტიციებს — დეტალებში შეიძლება იმალოს სირთულე. არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულება... ვრცლად