„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
საერთაშორისო რეიტინგი აღარ დარჩა, სადაც საქართველომ წამყვანი რეკორდული პოზიციონირება არ დააფიქსირა, მაინტერესებს სუვერენიტეტის დაცვის კუთხით რა ნახტომი გვაქვს. ამის მიუხედავად, გვესმის გარე ავტორებისთვის უკუშედეგიანი დამუნათება ე.წ. კურსიდან გადახვევაზე და ა.შ. - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება მსოფლიო ბანკის შეფასებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ რამდენიმე მიმართულებით ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.
მისი თქმით, უმჯობესია, დასავლელმა პოლიტიკოსებმა ის ინფორმაციის წყაროები შეცვალონ, რომლებიც მუდმივან მუქ ფერებში ხატავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
"საერთაშორისო რეიტინგი აღარ დარჩა, სადაც საქართველომ წამყვანი რეკორდული პოზიციონირება არ დააფიქსირა, მაინტერესებს სუვერენიტეტის დაცვის კუთხით რა ნახტომი გვაქვს. ამის მიუხედავად, გვესმის გარე ავტორებისთვის უკუშედეგიანი დამუნათება ე.წ. კურსიდან გადახვევაზე და ა.შ. დასავლელმა პოლიტიკოსებმა ჯობია ის ტენდენციური, რევანშისტი ინფორმატორები შეცვალონ, რომლებიც მუდმივად "მუქ ფერებში" ახასიათებენ საქართველოს.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, „მთავრობის ეფექტურობით“ მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა - 77.8%. საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: იტალიას, ესპანეთს, ხორვატიას, ლატვიას, კვიპროსს, მალტს, უნგრეთს, საბერძნეთს, სლოვაკეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას მონტენეგროს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში საქართველო პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ლიეტუვას და ესტონეთს ჩამორჩება.
„კორუფციის კონტროლის“ მხრივ, საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 71,2% მიიღო და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზე გავიდა. კორუფციის კონტროლით (მათ შორის ელიტური კორუფციისგან თავისუფლებით) საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10 ქვეყანას , ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.
კანონის უზენაესობის შეფასების ნაწილში კი საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა. კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება.
რეგულირების ხარისხის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 79.7 ქულა აიღო. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 32-ე და ევროპის ტოპ ოცეულშია." - წერს აბაშიძე Facebook-ზე.