1745863963
საერთაშორისო ორგანიზაციებში სასათბურე პირობები შეუქმნეს ადამიანებს, რომლებიც ცენზურის გამტარებლები იყვნენ და მედიების ბრუტალური წესით დახურვით იყვნენ დაკავებული - ირაკლი ქადაგიშვილი

ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცენზურის გამტარებლები იყვნენ და დამოუკიდებელი მედიების ბრუტალური წესით დახურვით, კონტროლის დამყარებით იყვნენ დაკავებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში სასათბურე პირობები შეუქმნეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილს პრემია მიანიჭა.
ქადაგიშვილის თქმით, სამწუხაროდ, მთელ რიგ ინსტიტუციებში, მათ შორის დასავლეთში, ფასეულობების აღრევა ხდება.
„სხვათა შორის, ეს ადამიანები ისევ აგრძელებდნენ პროპაგანდისტური ომის მოქმედებებით საქმიანობას და ახლა მათი წახალისება ხდება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთელ რიგ ინსტიტუციებში, მათ შორის დასავლეთში, ფასეულობების აღრევა ხდება, რაც სამწუხაროა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.