„მან 17 ადამიანს ჯოჯოხეთი მოუწყო დედამიწაზე...“ - შატილის ტრაგედიისას დაღუპული კაცის შვილი
1690749992
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია უკვე ჟენევაში იმყოფება. მოლაპარაკებების 63-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მონაწილეობს.
პირველი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა. მოლაპარაკებათა 63-ე რაუნდი ოფიციალურად 4 მარტს დაიწყება.
„საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდზე ჩვენ შევეხებით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ასევე ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დროებით დევნილი მოსახლეობის დაბრუნების საკითხს. ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით ვიმსჯელებთ, ეს არის უკანონო დაკავებები, ასევე თავისუფლად გადაადგილების აღკვეთა. დღევანდელი მდგომარეობა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება მნიშვნელოვნად ხაზგასასმელი რამეთუ არჩევნები არის არალეგიტიმური და ამაზეც გაუმახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.