საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
„გამოდიან ჯიუტად და იგივეს თხრიან ცხვირში ქართველ ხალხს. რატომ წააგეს ეს არჩევნები? იმიტომ წააგეს, რომ მათი პლატფორმა იყოს „ჯანდაბას ჩვენი დამოუკიდებლობა, მთავარია რას გვეტყვის ბრიუსელი“. ამის გამო წააგეს არჩევნები, ამის გამო უთხრა ქართველმა ხალხმა, რომ უსამშობლოები ხართ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნაზე საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიება ნიშნავს, რომ აღარ ხარ სახელმწიფო და გარედან უნდა გმართონ.
„საერთაშორისო გამოძიება ნიშნავს, რომ უცხოელი დეიდები და ბიძიები უნდა ჩამოვიდნენ და აქ უნდა გვითხრან, რომ თქვენ იცით რა, სახელმწიფო არ ხართ, თქვენით ვერაფერს იზამთ, ახლა გამოძიებას ჩაგიტარებთ. მერე რას ითხოვენ გაიხსენეთ, არჩევნებიც იმათ ჩაგვიტარონ, მოსამართლეებიც ისინი იყვნენ, მოდი მინისტრებადაც ისინი დავნიშნოთ და ჩვენ რა ვართ, ხალხი ვართ? ერი ვართ? 3000 წელი ამბობთ სახელმწიფო ვართო და რისთვის ვართ ეს ყველაფერი, რომ ვიღაცებმა გარედან გვმართონ? გვმართონ ქვეყნებმა, რომლებიც 100 წლის წინ სახელმწიფოც კი არ იყო და ახლა იმათმა უნდა გვმართონ?!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.