საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, დაემორჩილოს ხალხის ნებას, ხალხის ნება არის დემოკრატია, არის არჩევნები, რომელიც ერთადერთი გზაა ხელისუფლებაში მოსვლისთვის - პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

საბოლოო ჯამში, დემოკრატიის მთელი სიძლიერე იმაში არის, რომ რაც არ უნდა რადიკალი ჯგუფები იყვნენ, საბოლოო ჯამში, იძულებულს ხდის მათ ხალხი, რომ დაემორჩილონ დემოკრატიული თამაშის წესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პარტიის თუ პოლიტიკურ ძალის ამოცანა არის ხელისუფლების რაღაც დოზით მიღება და ერთადერთი გზა ხელისუფლების მიღებისა არის არჩევნები.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, იყო სურვილები და მცდელობები, რომ ძალადობრივი გზით შეეცვალათ საქართველოში ხელისუფლება, მათ შორის გარედან ჩარევით, რაც ვიხილეთ ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებამდეც, წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ უხეში ჩარევა სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის. უკვე არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც გაუწბილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას, რომელიც გარედან მოდიოდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა, ამის შემდეგ ვხედავთ მცდელობას, რაიმენაირად არადემოკრატიული გზით, ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, გინდა-არ გინდა, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, დაემორჩილოს ხალხის ნებას. ხალხის ნება არის დემოკრატია, არის არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.