საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის გეგმა არის, როგორმე შეინარჩუნონ სახე საკუთარი ამომრჩევლისა და დამფინანსებლების წინაშე - მაია ბითაძე

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დარბაზში შევა. ბითაძე ამგვარად გამოეხმაურა არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების გეგმას, არ მიანიჭონ არჩეულ პარლამენტს ლეგიტიმაცია.

„საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის გეგმა არის ერთადერთი, რომ როგორმე შეინარჩუნონ სახე საკუთარი ამომრჩევლისა და დამფინანსებლების წინაშე, არც მათ, ვარწმუნებ, რომ არ გამოუვათ. ერთადერთი მათი გეგმა იქნება ის, რომ საპარლამენტო სესიაზე მათი ნაწილი მაინც საპარლამენტო დარბაზში შემოვა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.