13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს პარლამენტის სასახლესა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო.
რუსეთმა საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.