სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას, რათა ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ყოფილი წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საბა ბუაძე წერს, პარტია „ლელო“ სრულად დატოვა და აღარც რიგით წევრად რჩება.
„მეგობრებო, როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება „ლელოში“ პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, ვიდრე მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ. (ცხადია, რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო). დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად, მინდა, გითხრათ, რომ სრულად დავტოვე „ლელო“. მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და ჩემს სხვა მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ექვსი წლის წინ დავაფუძნეთ „ლელო“. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, „ლელოში“ ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას, რათა ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს“, – წერს საბა ბუაძე.