სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს.
სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომლის ღირებულება 239 500 000 ლარს შეადგენს, ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება საჰაერო ხომალდის 4 სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 17-მდე გაიზრდება.
პრემიერ-მინისტრი გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზებული სისტემის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთისათვის საჭირო დროის შემცირებას, პროცედურის გამარტივებას და აეროპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აეროპორტში ასევე ფუნქციონირებს ელექტრონული გეითები. წლის ბოლოს გაიხსნება ბიზნეს ლაუნჯი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.
მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურა, საიდანაც თვითმფრინავების მოძრაობის სრულ კოორდინაციას, ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკებზე საქაერონავიგაციის 14 ავიამეთვალყურე უზრუნველყოფს.
"აქ მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელიც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეძლებს. ასევე, სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში და საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისობრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.