მესიმ ახალი თაობიდან დაასახელა ფეხბურთელი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს
1734179305
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩია. საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
დილიდან, საარჩევნო უბანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო მოწყობილი. პროცესს ცესკო მართავდა.
პრეზიდენტის არჩევაში ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, საპრეზიდენტო არჩევნებს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აპროტესტებენ.
პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმა იყო საჭირო, "ქართულ ოცნებას" კი 200-ზე მეტი დელეგატი ჰყავს.