თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
მიხეილ სააკაშვილის პოსტი ადასტურებს, რომ ქუჩაში მიმდინარე პროტესტი სახალხო არ არის. ეს ხალხი ქუჩაში საკუთარი სურვილით არ არის გამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, ქუჩაში გამოსულ ხალხს აორგანიზებენ და როგორც სანდო წყაროები ამბობენ, ამისთვის გარკვეული სარგებელიც აქვთ.
„სააკაშვილის პოსტი სწორედ ამაზე მიუთითებდა – მათზეა დამოკიდებული უკან გაუშვებენ, თუ ადგილზე დატოვებენ. სააკაშვილის პოსტი იყო წამოცდენა, რომ პროტესტი მათ მიერ არის მართული და დაფინანსებული, სადაც უცხოური ფინანსებია გარეული“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აქციებთან დაკავშირებით 22 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა პოსტი შეასწორა და აღნიშნა, რომ აქციებთან დაკავშირებით მისი დანაბარები არასწორად დაიპოსტა.