1745299467
რუსთაველზე მთელი საქართველო არ დგას... გავურჩიოთ მაშინ ყველას საქმე და მარტო რუსთაველზე მდგომების აზრით ვიაროთ - ნიკა გვარამია

რუსთაველზე მთელი საქართველო არ დგას... გავურჩიოთ მაშინ ყველას საქმე და მარტო რუსთაველზე მდგომების აზრით ვიაროთ - წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
„ანუ საქართველო ყველა გამოვლინებაში ფეხებზე უნდა მეკიდოს, გარდა იმისა რასაც პროტესტი ეხება? ძაან შეგშლია თუ ეგრე გგონია. მე ჩემ სამშობლოს მარტო რუსთაველზე არ ვგულშემატკივრობ და ეს მორალის კითხვა კიდე ძაან დამღლელი და სრულიად კონტრპორდუქტიულია. რუსთაველზე მთელი საქართველო არ დგას და ნაკრებს კიდე მთელი საქართველო გულშემატკივრობს. გავურჩიოთ მაშინ ყველას საქმე და მარტო რუსთაველზე მდგომების აზრით ვიაროთ“, - წერს გვარამია.