1733083542
რა ვითარებაა აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტთან
საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.
მანამდე, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც აქციაზე რჩებოდნენ და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოწოდებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმი რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდა.
აქციის მონაწილეებმა ძირითადად რუსთველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. დემონსტრაციის დაშლის პარალელურად, აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის, სამართალდამცველებმა დემონსტრანტები რუსთაველის მეტროს შესასვლელში დააკავეს.